ჩვენი გმირები პოზიციებს არ თმობენ, დონბასი "მაგრად დგას" - ზელენსკი

07.06.22 12:07
ჩვენი გმირები პოზიციებს არ თმობენ, დონბასი "მაგრად დგას" - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკში პოზიციებს არ თმობენ და ომის 103-ე დღეს დონბასი "მაგრად დგას".

ჩვენი გმირები სევეროდონეცკში საკუთარ პოზიციებს იკავებენ. ქალაქში სასტიკი ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ლისიჩანსკი, სლოვიანსკი, ბახმუტი, ავდეევკა, კურახოვე და რუსული დარტყმების სხვა მიმართულებები დღეს დაპირისპირებების ყველაზე ცხელი წერტილებია. რუსული არმია დონბასისი მიმართულებით დამატებითი ძალების გამოყენებას ცდილობს, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას, მყარად დგას. იმისთვის, რომ უკრაინისადმი, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი ყურადღება არ შემცირდეს, ყველამ უნდა გააგრძელოს საუბარი იმაზე, რაც ხდება. რაც უფრო მეტს ვიტყვით უკრაინაზე მსოფლიოში, მით მალე შევძლებთ ომის დასრულებას და ჩვენი მიწის გათავისუფლებას, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები