რაც უფრო ნაკლებ იარაღს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა - არესტოვიჩი

ყველაზე ცხელ წერტილად ისევ სევეროდონეცკი რჩება. რუსეთს მთელი ძალები ახლა სწორედ ამ ქალაქისკენ აქვს გადასროლილი. სტატეგიული ქალაქის 50%-ს უკრაინული მხარე აკონტროლებს, თუმცა სევეროდონეცკისთვის ბრძოლები სულ უფრო რთულდება.
უკრაინის პრეზიდნეტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, ამბობს, რომ თუ უკრაინა საკმარისი რაოდენობის შეიარაღებას არ მიიღებს, ბრძოლა უშედეგო იქნება.
უკრაინისთვის მომავალი კვირა უკიდურესად რთული იქნება. რუსული ძალები მიიწევენ ბახმუტ-ლისიჩანსკის გზატკეცილის მიმართულებით, რომლის დაკავება დამპყრობლებს საშუალებას მისცემს, დაბლოკონ ჩვენი ჯარები. ნელა, მაგრამ წინ მიიწევენ. თუ ალყას მოახერხებენ, იქაურობა მეორე მარიუპოლად იქცევა.
უკრაინას მრავალჯერადი გაშვების 60 სარაკეტო სისტემა სჭირდება. ბევრად მეტი, ვიდრე გაერთიანებული სამეფო და აშშ ჰპირდება. ეს ომში თამაშის წესების შემცვლელი იარაღია. რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა. ჩვენი ჯარისკაცები კვლავ დაიხოცებიან და ტერიტორიების დაკარგვას გავაგრძელებთ.
თუ ჩვენ მივიღებთ ამ 60 ერთეულ სისტემას, მაშნ რუსები დაკარგავენ წინ წასვლის უნარს, გახელდებიან. თუ 40 მივიღებთ, ისინი წინ წაიწევენ, თუმაც ძალიან ნელა და დიდი მსხვერპლით. 20-ით ისინი უფრო დიდი მსხვერპლით გააგრძელებნ წინსვლას, ვიდრე ახლა, - თქვა არესტოვიჩმა.