ყველაზე მძიმე ზამთარი გვექნება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ხელისუფლებას და ასევე, ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს არ გაზარდონ ტარიფები გაზსა და ელექტროობაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობას კონკრეტული დავალება მივეცი - გააკეთო ყველაფერი, რათა მომდევნო სეზონზე გაზსა და ელექტროობაზე ტარიფები არ შეიცვალოს. ხალხს ისედაც უჭირს, იმიტომ, რომ ომია. ეს უზრუნველყოფილი იქნება. სითბოსა და ცხელ წყალზე ადგილობრივი მთავრობები არიან პასუხისმგებელი და ტარიფები უცვლელი უნდა დარჩეს 2022-23 წლის ზამთარშიც, - თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2022-23 წლის ზამტარი უკრაინელებისთვის ყველაზე მძიმე იქნება.
იმ პირობებში, რომელშიც ახლა რუსული აგრესიის და ამ აომის გამო ვიმყოფებით, ეს იქნება ყველაზე მძიმე ზამთარი, რაც კი ამ წლების განმავლობაში ყოფილა. მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა, ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მუშაობს. ეს ასეც იქნება, - განაცხადა ზელენსკიმ.