აშშ-ში 10 წლის გოგო დააკავეს - მან ესროლა ქალს, რომელიც დედამისს ეკამათებოდა

08.06.22 11:59
აშშ-ში 10 წლის გოგო დააკავეს - მან ესროლა ქალს, რომელიც დედამისს ეკამათებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლის გოგო დააკავეს. მან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალს, რომელიც დედამისთან კამათობდა.

ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ბავშვი ფლორიდის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის მეურვეობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, პატიმრობაში იმყოფება ბავშვის დედაც.

დაკავების ოქმის მიხედვით, კამათის დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. დედამ, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რასაც მსხვერპლის მხრიდან პასუხი მოჰყვა, 

41 წლის გარდაცვლილი ქალის შეყვარებული ამბობს, რომ ის ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც დაინახა ბავშვი, რომელსაც შავი ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა და ორჯერ ისროლა. მისივე თქმით, სროლის შემდეგ ბავშვმა დაკავების მოხსენების მიხედვით დაიყვირა "მას არ უნდა დაერტყა დედაჩემისთვის".

პოლიციის სპიკერი ამბობს, რომ ქალი რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.