5 გარდაცვლილი და 12 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე - რუსი ოკუპანტები ხარკოვის დაბომბვას განაგრძობენ

08.06.22 14:34
5 გარდაცვლილი და 12 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე - რუსი ოკუპანტები ხარკოვის დაბომბვას განაგრძობენ

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ხარკოვში სუპერმარკეტის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი, ავრცელებს.

მთელი ღამის განმავლობაში ოკუპანტები განაგრძობდნენ ხარკოვის ოლქის შევჩენკოვისა და ინდუსტრიული რაიონის დაბომბვას, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სუპერმარკეტი, სხვა შენობები. 

სუპერმარკეტის დაბომბვისას გარდაიცვალა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 12. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი - განაცხადა სინეგუბოვმა.