უკრაინელები, ქართველები და მოლდოველები ელიან ადგილს ევროპულ ოჯახში - ევროპარლამენტის მიმართვა

08.06.22 19:54
უკრაინელები, ქართველები და მოლდოველები ელიან ადგილს ევროპულ ოჯახში - ევროპარლამენტის მიმართვა

ევროპარლამენტის ლიდერები ამზადებენ ერთობლივ მიმართვას, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროკავშირში შესვლას. შესაბამისი დოკუმენტის პროექტი უკვე მზადაა. ის ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციაზე უნდა დამტკიცდეს, რომელიც 9 ივნისს გაიმართება.

უნდა გამოვიჩინოთ სიმამაცე, შორსმჭვრეტელობა და გაბედულება, ეს ყველაფერი კი უნდა დავუპირისპიროთ გართულებულ საერთაშორისო მდგომარეობას. ამით ჩვენი ღირებულებების ერთგულნი დავრჩებით. 

უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ობიექტი გახდა, ასევე, მოლდაველები და ქართველები, რომლებიც მიისწრაფვიან უკეთესი მომავლისკენ, ელიან სიგნალს იმის შესახებ, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც დაჟინებით მოგიწოდებთ თქვენ, მისცეთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ევროპარლამენტი ევროპელ ლიდერებს გაუგზავნის. 

როგორც ცნობილია, მომდევნო კვირაში იქნება წარმოდგენილი ევროკომისიის დასკვნა სამი ქვეყნის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, სტატუსთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სამიტი კი 23-24 ივლისს გაიმართება.