სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განხილვა იწყება

08.06.22 20:13
სტრასბურგში, ევროპარლამენტში,  საქართველოს საკითხის განხილვა იწყება

ნიკა გვარამიას დაკავება, ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" მფლობელების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობა ციხეში, ნაცემი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, გამოუძიებელი საქმეები, ის, რაზეც ,,ქართულ ოცნებას" ამდენი ხანი აფრთხილებდნენ და არ რეაგირებდა - დღეს უკვე ყველაზე მაღალი ევროპული პოლიტიკური ტრიბუნის განხილვის თემა გახდება.

ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა გამომსვლელთა სია: რასა იუკნევიჩიანე, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი. ეს ის ევროპელი დიპლომატები არიან, რომლებიც შეუსრულებელი რეფორმების გამო საქართველოს დიდი ხანია, აკრიტიკებენ. 
 

მსგავსი სიახლეები