მაოცებს პუტინთან მაკრონისა და შოლცის მოლაპარაკება, ჰიტლერს ვინმე ასე ესაუბრებოდა? - ანდრეი დუდა

09.06.22 12:06
მაოცებს პუტინთან მაკრონისა და შოლცის მოლაპარაკება, ჰიტლერს ვინმე ასე ესაუბრებოდა? - ანდრეი დუდა


გაოცებული ვარ მოლაპარაკებებით, რომელსაც ამ მომენტში კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი მაკრონი პუტინთან აწარმოებენ - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეი ანდჟეი დუდამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები უსარგებლოა.

რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ იმ ადამიანის ლეგიტიმაციას ახდენენ, ვინც რუსული ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილდ დანაშაულებში არის პასუხისმგებელი. ის ამაში არის პასუხისმგებელი. მან მიიღო იქ ჯარისკაცების გაგზავნის გადაწყვეტილება. ხელმძღვანელები ექვემდებარებიან, ვლადიმირ პუტინს. ვინმე მასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმემ თქვა, ჰიტლერს სახე უნდა შევუნარჩუნოთო? რომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, ჰიტლერისთვის დამამცირებელი რომ არ იყოს? ასეთი არ მსმენია"- აცხადებს პრეზიდენტი. 

 

მსგავსი სიახლეები