ბრიტანული დაზვერვა: სევეროდონეცკის დიდ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს, მარიუპოლში ქოლერის აფეთქების საფრთხეა

10.06.22 10:41
ბრიტანული დაზვერვა: სევეროდონეცკის დიდ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს, მარიუპოლში ქოლერის აფეთქების საფრთხეა

რუსულმა ჯარებმა სევეროდონეცკის შემოგარენში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მარიუპოლსა და ხერსონში კი სამედიცინო დახმარებისა და წამლების თვალსაზრისით კრიტიკული სიტუაციაა. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება.

სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლები გრძელდება. ქალაქის დიდ ნაწილს ისევ რუსეთი აკონტროლებს, თუმცა მისმა ძალებმა ჩრდილოეთით და სამხრეთით დიდი ტერიტორიის დაკავება ვერ შეძლეს. ხერსონში, როგორც ჩანს, წამლების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლს კი ქოლერის აფეთქება ემუქრება. ქოლერის ერთეული შემხთვევები ჯერ კიდევ მაისში დაფიქირდა. მარიუპოლში სამედიცინო დახმარება კოლაპსს უახლოვდება. ქოლერის მძალვრი აფეთქება სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს, -  - ნათქვამია განცხადებაში.