რუსეთი პირობებს არღვევს - საოკუპაციო რეჟიმმა სამხედრო ტყვეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

რუსული შურისძიება - ოკუპანტი პირობებს არღვევს. საოკუპაციო რეჟიმმა სამხედრო ტყვეების დასჯა დაიწყო. დონეცკის თითგამოცხადებულმა ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სამი მებრძოლის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ისინი სწორედ იმ ტყვეებს სჯიან, რომლებიც თვეების განმავლობაში მარიუპოლის თავისუფლებისთის იბრძოდნენ.
მედიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს, ვიდეომასალა თავად დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. როგორც ჩანს, სამხედრო ტყვეებზე იძალადეს, რადგან ტყვეები დანაშაულს აღიარებენ.
თქვენო ღირსებავ, შეგიძლიათ ამას უთხრათ, რომ გუშინ ვერაფერი გავიგე. მოხდა გაუგებრობა. უკან მიმაქვს ჩემი უდანაშუალობის შესახებ გაკეთებული განცხადება და ვაღიარებ ბრალს, სრულად ვაღიარებ, - ამბობს ერთ-ერთი ტყვე გავრცელებულ ვიდეომასალაში.
განაჩენის თანახმად, სამი უცხოელი სამხედრო დაქირავებული პირები არიან, რეალურად კი ისინი ომის ტყვეები არიან, რომელთა გაცვლაც უნდა მომხდარიყო.
პროცესი დასავლეთმა და ბრიტანეთმა უკვე დაგმო.