დამშეული რუსი ოკუპანტები უკრაინაში ძაღლის ხორცით იკვებებიან
რუსი ჯარისკაცები იძულებული არიან, უკრაინაში ძაღლის ხორცით იკვებონ, რადგან უფროსები მათ კუთვნილ პროდუქტებს ჰყიდიან.ფაქტს უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერიც ცხადყოფს, რომელიც აგრესორებისა და მათი ოჯახის წევრების საუბარს ასახავს.
სატელეფონო საუბრებში რუსი ჯარისკაცები გულისწყრომას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ არმიის პროდუქტებით უზრუნველყოფა საკმარისი არ არის. ისინი მხოლოდ საეჭვო ხარისხის კონსერვირებულ ბოსტნეულს იღებენ.
აი, კონსერვის ქილები მოიტანეს, რაღაც საჭმელია, სტაფილო, კომბოსტო, ეგრევე გადავყარეთ, ღორებს რომ არ აჭმევენ, ისეთი პროდუქტებია.
ის ნორმალური საჭმელები, ხორცის კონსერვები, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი, სადღაც გაქრა, ალბათ, გაყიდეს.
გამოიცანი, რას ვჭამ, უკრაინული ძაღლია, მართალია, ცოტა ცუდი საჭმელია, უხეში ხორცია, მაგრამ მთავარია, რომ ხორცია - აცხადებს დედასთან სატელეფონო საუბარში ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი.