რუსმა პროპაგანდისტებმა გაასაჯაროვეს კადრები, როგორ იპარავენ აგრესორები უკრაინულ ხორბალს

10.06.22 18:55
რუსმა პროპაგანდისტებმა გაასაჯაროვეს კადრები, როგორ იპარავენ აგრესორები უკრაინულ ხორბალს

ლუგანსკის ოლქის დაბა სტარობელსკეში აგრესორებმა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიის წარმომადგენლებმა 650 ტონა უკრაინული ხორბალი მოიპარეს და რუსეთში გააგზავნეს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости იუწყება.

გამოცემის ცნობით, ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, განაცხადა, რომ უკრაინელებს ხორბალი იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებათ. ამიტომაც მარცვლეული უნდა გააგზავნონ რუსეთში. 

გამოცემა ავრცელებს კადრებს, როგორ ტვირთავენ უკრაინულ ხორბალს სატვირთო ვაგონებში და რუსეთში აგზავნიან.