ქალაქში უკვე დადის ქოლერა, დიზენტერია, მაგრამ საოკუპაციო ძალები ამას მალავენ - მარიუპოლის მერი
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ქალაქში ინფექციური დაავადებების გავრცელება დაიწყო.
ქალაქში უკვე დადის ქოლერა, დიზენტერია და სხვა ინფექციური დაავადებები, მაგრამ საოკუპაციო ძალები ამას მალავენ. ქალაქი კარანტინზეა დაკეტილია. იქიდან არავის უშვებენ და არც შიგნით უშვებენ", - თქვა მერმა BBC-სთან ინტერვიუში.
ბოირჩენკოს შეფასებით, მარიუპოლში ახლა შესაძლოა ქოლერით ათობით ადამიანი იყოს დაინფიცირებული და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. არავითარი პირობა არაა მის შესაკავებლად. არ არიან ექიმები, არც ინფექციური საავადმყოფოები. ჩვენი ინფექციური საავადმყოფო განადგურებულია მთელ აღჭურვილობასთან ერთად, ექიმები კი მოკლეს", - თქვა მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, საავადმყოფოში ქოლერას დიაგნოზით გადაყვანის კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რადგანაც საავადმყოფოზე წვდომა არაა. თუმცაღა ბოიჩენკოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ მარიუპოლში ქოლერას გავრცელება დაიწყო. კერძოდ ქალაქში ბევრი მოკლულია, რომელთა ცხედრები პირდაპირ ქუჩაშია.
მისივე განცხადებით, ქალაქის ჭების წყალი სასმელად უვარგისია, ხოლო მოტანილი მარაგი საკმარისი არაა.