რუსეთს ვერანაირი სიტყვებით ვერ დაამშვიდებ, ახლა საჭიროა მას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ - ზელენსკი

11.06.22 16:34
რუსეთს ვერანაირი სიტყვებით ვერ დაამშვიდებ, ახლა საჭიროა მას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ - ზელენსკი

რუსეთს სიტყვებით ვერ დაამშვიდებ, ახლა საჭიროა მას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ საკუთარ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკვე აღარ შეიძლება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება, დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული. ეს – პრევენციული სანქციები, როცა საჭირო იყო მათთან ყოველდღიური საუბარი, ფართომასშტაბიან შეჭრამდე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. დღეს დაგვიანებულია ამაზე საუბარი – არაა საჭირო რუსეთის დამშვიდება. მათ ვერავინ, ვერანაირი სიტყვებით ვერ დაამშვიდებს – ეს პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, ახლა საჭიროა რუსეთის მმართველობას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.