"დღეს ჩვენი დღე არ არის" - მოსკოვში, თავდაცვის უწყების წინ ანტისაომარი ბანერი გამოფინეს

12.06.22 14:57
"დღეს ჩვენი დღე არ არის" - მოსკოვში, თავდაცვის უწყების წინ ანტისაომარი ბანერი გამოფინეს

მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს წინ ანონიმებმა ანტოსაომარი ბანერი გამოფინეს. ბანერზე წარწერაა: "დღეს ჩემი დღე არ არის".

მოსკოველმა ანონიმმა მხატვრებმა განცხადება გაავრცელეს , სადაც აღნიშნეს, რომ აქცია რუსეთის დღესადმია მიძღვნილი. დღესასწაული, რომელსაც ასევე, რუსეთის დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ, ოკუაპნტ ქვეყანაში 12 ივნისს აღინიშნება.

დღეს უბრალოდ ჩვენი დღე არ არის. ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც აუცილებლად მალე აღვნიშნავთ,  იმპერიიული ამბიციებისგან დამოუკიდებლობის დღე იქნება, - ნათქვამია მხატვრების განცხადებაში.