ლუგანსკში ისევ რთული ვითარებაა - ლისიჩანსკში გასულ ღამეს 3 ადგილობრივი დაიღუპა, მათ შორის, 6 წლის ბავშვი

ბოლო 24 საათში ლისიჩანსკში სამი ადგილობრივი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 6 წლის ბავშია. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი იუწყება.
12 ივნისს ლისიჩანსკში სამი ადგილობრივი დაუღუპა - ქალი, კაცი და ასევე, 6 წლის ბავშვი. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, - აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.
მისივე ცნობით, გასული ღამე ქალაქში სავაჭრო კომპლექსი დაიწვა, დაზიანებულია კიდევ 4 სახლი და ადგილობრივი შახტი.
ოკუპანტების იერიშების შედეგად ასევე, ვრუბოვკაში 11, ზოლოტოეში 4 და გორნიში 2 სახლი დაინგრა. განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობაც.
რაც შეეხება სევეროდონეცკს, იქ მტერი ქალაქზე შტურმს განაგრძობს. საარტილერიო უპირატესობის ფონზე ოკუპანტებმა უკრაინელები ოდნავ უკან დახიეს.