რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმთან" დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს

13.06.22 18:11
რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმთან" დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთთან შეერთების საკითხზე კრემლთან  კონსულტაციებს ხვალიდან იწყებს.

მოსკოვში უკვე ჩავიდა ე.წ. ცხინვალის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ე.წ. ცხინვალის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ალან თადტაევი, სასამართლოს თავმჯდომარე, ოლესია კოჩიევა, საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კონსტანტინ კოჩიევი, შედიან.

გაგლოევმა 30 მაისს შეაჩერა მისი კოლეგის, ანატოლი ბიბილოვის, ბრძანება რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, სანამ კრემლთან კონსულტაციები არ დასრულდებოდა. 

მსგავსი სიახლეები