სევეროდონეცკსა და ხარკოვის რეგიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ზელენსკი

15.06.22 13:11
სევეროდონეცკსა და ხარკოვის რეგიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ზელენსკი

სევეროდონეცკსა და ხარკოვის რეგიონებში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დაძაბული ბრძოლები გრძელდება. პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებით, ამ ლოკაციებზე წარმოებული ოპერაციები გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ომის დასრულების თარიღის განსაზღვრისთვის.

რაც მეტ დანაკარგს განიცდის იქ მტერი, მით ნაკლები ძალა ექნებათ მათ აგრესიის გასაგრძელებლად. ამიტომ, დონბასის მიმართულება არის გასაღები, რათა განვსაზღვროთ ვინ იქნება დომინანტი უახლოეს კვირებში. 

უკრაინა მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის ხარკოვის რეგიონში, სადაც რუსული არმია თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. ბრძოლა ამ მიმართულებით გრძელდება და ჩვენ ხარკოვის რეგიონის სრული უსაფრთხოებისთვის კვლავ უნდა ვიბრძოლოთ - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები