ევროკავშირის სამი უმსხვილესი ქვეყნის ლიდერი დღეს კიევში ჩავა

ევროკავშირის სამი უმსხვილესი ქვეყნის ლიდერი დღეს კიევში ჩავა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად რიგ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლის მთავარი მიზანი უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადბაა. ინფორმაციას "Rainnew.it" ავრცელებს.
შეხვედრის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ერთი ადრეა დაგეგმილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ დრომდე ინფორმაცია არ საჯაროვდებოდა.