მცდელობა N 10 - ზელენსკის ლიკვიდირების გეგმა პუტინს ისევ ჩაეშალა

უკრაინის პრეზინდეტის ლიკვიდაციის მეათე მცდელობა ვლადიმერ პუტინს ისევ არ გამოუვიდა. რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლების ლიკვიდაციის გეგმა ისევ ჩაეშალა.
დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა უკრაინამ დაადასტურა, რომ პუტინი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მცდელობებზე უარს არ ამბობს.
ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა. როგორ იმოქმედეს სამართალდამცავ უწყებებმა ამის შესახებ ბევრად უფრო დეტალურად საუბარი რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი, - იუწყება უკრაინული მხარე.