ახალი შეიარაღება საშუალებას მოგვცემს, დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმიც - ალექსეი რეზნიკოვი

16.06.22 17:14
ახალი შეიარაღება საშუალებას მოგვცემს, დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმიც - ალექსეი რეზნიკოვი

ახალი იარაღი საშუალებას მოგვცემს, დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმიც - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა CNN-ს განუცხადა.

ამერიკული და სხვა მოკავშირეების იარაღი ამის საშუალებას მოგვცემს. უკრაინას გააჩნია გეგმების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება იარაღის პირველი პარტიის შემოტანისთანავე.

ჩვენი ქვეყნის ყველა ტერიტორიას, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია, ყველას გავათავისუფლებთ. ყირიმი არის უკრაინის სტრატეგიული მიზანი, რადგან ეს უკრაინული ტერიტორიაა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ- განაცხადა რეზნიკოვმა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალი შეიარაღების შემოტანის შემდეგ უკრაინის დამცველთა შემდგომი მოქმედება 3 ეტაპად დაიყოფა:

1- ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაცია

2  მტრის შევიწროვება იმ საზღვრამდე, რაც იყო 24 თებერვალს

3 ყირიმის დაბრუნება.

15 ივნისს შედგა დასავლელი პარტნიორების შეხვედრა Рамштайн-3 -ის ფორმატში, სადაც გადაწყდა უკრაინისთვის უახლოესი შეიარაღების გადაცემა.

ამერიკა უკრაინას გადასცემს არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ს და საზღვაო რაკეტა Harpoons-ს.

სლოვაკეთი უკრაინას მიაწვდის ვერტმფრენებს. კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდი- არტილერიას.