უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსმა აგრესორებმა არანაკლებ 20 საფილტრაციო ბანაკი და ციხე გააკეთეს

17.06.22 13:06
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსმა აგრესორებმა არანაკლებ 20 საფილტრაციო ბანაკი და ციხე გააკეთეს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსმა აგრესორებმა არანაკლებ 20 საფილტრაციო ბანაკი და ციხე გააკეთეს. ინფორმაციას Укринформ  ავრცელებს.

გამოცემა ციტირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით უკრაინის მუდმივი წარმომადგენელის, ევგენი ციმბოლიუკის, სიტყვებს, რომელიც მან ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიიის სხდომაზე წარმოთქვა.

უკრაინაში ბევრი ადგილია, სადაც დანაშაულებრივი ქმედებები არ წყდება, ეს შეეხება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც აგრესორებმა 20-ზე მეტი საფილტრაციო ბანაკი და ციხე გახსნეს. 

განსაკუთრებით ცუდი სიტუაციააა დონეცკში, სადაც საშინელებები ხდება. ამიტომაც ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთის ქმედება, რომ აგრესორებმა ციხეები უკრაინის სხვა ტერიტორიებზე არ გაავრცელონ. - განაცხადა ციმბოლიუკმა.

ციმბოლიუკის ინფორმაციით, საფილტრაციო ბანაკებსა და ციხეებში ხდება ადამიანების წამება, ძალადობა.

ეს ყველაფერი რუსული პოლიტიკის ნაწილად იქცა - აცხადებს უკრაინელი მაღალჩინოსანი.