ევროკომისიის დადებითი დასკვნა ევროპასთან დაგვაახლოვებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას, ეს ევროპასთან დაგვაახლოვებს – ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას Twitter-ზე ეხმიანება.
მივესალმები ევროკომიის დადებით დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან. მადლობა ურსულა ურსულა ვან დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეული წევრს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის – განაცხადა ზელენსკიმ.
ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.