უკრაინაში დაღუპული ბავშვების რაოდენობა 323-მდე გაიზარდა

18.06.22 10:36
უკრაინაში დაღუპული ბავშვების რაოდენობა 323-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 323-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 583-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 301, ხარკოვის ოლქში - 170, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს ოლქში - 30, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში -15.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები