არც დონეცკისა და ლუგანსკის და არც ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას ვაპირებ - ყაზახეთის პრეზიდენტი

18.06.22 12:07
არც დონეცკისა და ლუგანსკის და არც ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას ვაპირებ - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებად აღიარებას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს.

თვლება, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, დედამიწაზე ნაცვლად 193 სახელმწიფოსა 500-ზე მეტი სახელმწიფო შეიქმნება, რაც ქაოსს გამოიწვევს. ამის გამო, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს", - თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.