კიევი ან სხვა უსაფრთხო ქალაქი ფანტასტიკური ადგილი იქნება „ევროვიზია 2023“-ს ჩასატარებლად - ბორის ჯონსონი

18.06.22 14:57
კიევი ან სხვა უსაფრთხო ქალაქი ფანტასტიკური ადგილი იქნება „ევროვიზია 2023“-ს ჩასატარებლად - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს „ევროვიზია 2023“-ს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფაქტია, მათ გაიმარჯვეს და იმსახურებენ ამას. მჯერა, რომ მათ შეუძლიათ. მჯერა, რომ კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი კონკურსის ჩასატარებლად. ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი და იმედი მაქვს, უკრაინელები მას მიიღებენ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „ევროვიზია 2023“-თან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში არ ჩატარდება. 

ამასთან, უკრაინის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა „ევროვიზია 2023“-ის სხვა ქვეყანაში ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები