სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე - დაღუპულია 2 ადამიანი
სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე.
რაკეტები ინგულეცის რაიონში ჩამოვარდა, რასაც წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ორი დაღუპულის შესახებ აქვთ ინფორმაცია.