კიევში, კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი 7 წლის გოგონა გამოიყვანეს - მაშველები დედის გადარჩენას ცდილობენ

26.06.22 11:09
კიევში, კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი 7 წლის გოგონა გამოიყვანეს - მაშველები დედის გადარჩენას ცდილობენ

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონა გამოიყვანეს.

"მეგობრებო! შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს. ის ცოცხალია. ახლა დედამისს გადაარჩენენ", - დაწერა კლიჩკომ Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რუსმა აგრესორებმა დედაქალაქზე სარაკეტო იერიში გამთენიისას მიიტანეს. ადგილზე მეხაძნრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.