სარაკეტო იერიში ტორეცკზე - დაღუპულია დედა, შვილი და ბებია

07.07.22 10:40
სარაკეტო იერიში ტორეცკზე - დაღუპულია დედა, შვილი და ბებია

ტორეცკში სარაკეტო იერიშების შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

პაველ კირილენკოს ცნობით, ოკუპანტების გაშვებული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომელიც სრულად დაინგრა. დაღუპულია დედა, ბებია და შვილი.

ტორეცკში ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სახმედროებმა გუშინ, 6 ივლისს ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. იერიშები ძირითადად კერძო სექტორზე იქნა მიტანილი.  ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ. 

მსგავსი სიახლეები