სარაკეტო იერიშები დონეცკზე - ჩასოვოი იარის ტრაგედიის მსხვერპლი 34-მდე გაიზარდა

12.07.22 10:37
სარაკეტო იერიშები დონეცკზე - ჩასოვოი იარის ტრაგედიის მსხვერპლი 34-მდე გაიზარდა

სარაკეტო იერიშები დონეცკზე - ჩასოვოი იარის ტრაგედიის მსხვერპლი გაიზარდა. მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა უკვე 34 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცისი ხელმზღვანელი ავრცელებს.

ჩასოვოი იარში მაშველებმა ნანგრევებიდა უკვე 34 დაღუპული და 9 დაშავებული ადამიანი ამოიყვანეს. დაღუპულთა შორის, 1 ბავშვია, - აღნიშნა პაველ კირილენკომ. 

კირილენკოს ცნობითვე, დილის მონაცემებით მაშველებმა ნანგრევების 70% გაასუფთავეს. 

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები ჩასოვ იარზე მიიტანეს, სადაც მრავალსართულიანი სახლი დაინგრა. 

მსგავსი სიახლეები