Poynter: ოპოზიციური მედია ,,ოცნების,, სამიზნეა

06.08.22 14:19
Poynter: ოპოზიციური მედია ,,ოცნების,, სამიზნეა

"ქართული ოცნების" თავდასმხების სამიზნე კრიტიკული მედია და არასამთვრობო სექტორია - საერთაშორისო ფაქტების გადამამოწმებელთა ქსელის ჟურნალისტიკისა და კვლევის ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს გახშირებულ ფაქტებზე და წერს, რომ  "მიუხედავად იმისა, რომ ქართული დემოკრატია არასდროს ყვაოდა სიტუაცია ქვეყანაში, ახლა განსაკუთრებით დაძაბულია".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიის საკვანძო ფიგურების, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური საინფორმაციო არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებებმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

"ქართულმა ოცნებამ" Facebook-ზე ე.წ "ფაქტების გადამოწმების" გვერდი და ფსევდონომით Facebook-ის ანგარიშების ქსელი შექმნა, რომელიც ძირითადად დამოუკიდებულ მედიასაშუალებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და უცხოელ ელჩებს ესხმის თავს, რაც სიძულვილის ჯგუფად გამოცხადებას, მათ დისკრედიტაციას ემსახურება" - წერს ორგანიზაცია.