უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოცხადდა
უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოცხადდა. ღაზას სექტორიდან საჰაერო თავდასხმები არ წყდება. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განგაშის სიგნალებია ჩართული.
ისლამური ჯიჰადი ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტას უშვებს, თუმცა მათ ე.წ. რკინის გუმბათი ანეიტრალებს. უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები მოქმედებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისრაელი ღაზას სექტორში გამწვავებული ვითარების ფონზე, 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. მედია წერს, რომ ბრძანება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენ განცმა გასცა. ყველაზე მეტი დაძაბულობა ახლააა აშთოდსა და აშკელინშია. ეს საზღვრისპირა ქალაქებიაა და საფრთხეც შესაბამისად უფრო მეტია.
ქალაქში გარეთ თითქმის არავინ დადის. დაწესებულია შეზღუდვები და არ არის რეკომენმდებული თავყრილობები.
რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ და შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ.