ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემა შეწყვიტა

07.08.22 17:04
ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემა შეწყვიტა

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემა შეწყვიტა. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს, რომ მიზეზად რუსეთის მიერ 5 აგვისტოს 14 ბულგარელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დასახელდა. 

"ტუროპერატორების მიხედვით, მოსკოვში არსებულმა ბულგარეთის საკონსულომ მათ შეატყობინა, რომ არსებული საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ტირუსტულ და ქონების მფლობელთათვის ვიზებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღება შეჩერებულია", – აცხადებენ  რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

მსგავსი სიახლეები