რუსების მიერ დაპყრობილ ყირიმში აეროდრომი და სამხედრო ბაზა აფეთქდა

09.08.22 18:02
რუსების მიერ დაპყრობილ ყირიმში აეროდრომი და სამხედრო ბაზა აფეთქდა

აფეთქება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე. ქალაქ საკის მახლობლად ძლიერი ხანძარი წარმოიქმნა. 

ნოვოფედოროვკაში აფეთქდა ასაფრენი ბილიკი და საწყობები, სადაც  საბრძოლო მასალები ინახებოდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Крым Сегодня. Новости ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით პირველი აფეთქების ხმა უკრაინის დროით 15 საათსა და 20ნ წუთზე გაისმა, მას კი ათობით აფეთქება მოჰყვა. დანგრეულია საცხოვრებელი შენობებიც.

აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა  და სანიტარული ავიაციაა მობილიზებული.

ნოვოფედოროვკის პლიაჟებიდან ტურისტები გარბიან. ძალოვნები მათ მოუწოდებენ, შევიდნენ თავშესაფრებში. 

აღსანიშნავია, რომ აფეთქება იმ ავიაბაზაზე მოხდა, საიდანაც რუსი ოკუპანტების თვითმფრინავები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევსკისა და ხერსონის ოლქების დასაბომბად მიფრინავენ.

ოკუპანტებმა ყირიმი 2014 წელს დაიპყრეს და ნახევარკუნძული უზარმაზარ სამხედრო ბაზად გადააქციეს.

ოფიციალური კიევი პირობას დებს, რომ ყირიმს მალე დაიბრუნებს.

 

მსგავსი სიახლეები