ცნობილი ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი, დანით დაჭრეს

13.08.22 12:26
 ცნობილი ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი, დანით დაჭრეს

ნიუ-იორკის სცენაზე გამოსვლისას მწერალი სალმან რუშდი დაჭრეს. ინგლისურ ლიტერატურაში  ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს,  ბუკერის პრემიის,  მფლობელი მწერალი ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.

არსებული ინფორმაციით, გამოსვლის დროს მწერალს დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა. უცნობი მამაკაცი დაკავებულია.

ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეისტი საკუთარი შემოქმედების გამო არაერთელ გამხდარა მუსლიმთა რისხვის ობიექტი.. 

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰომეინმა მას  ფატვა, ანუ სიკვდილის განაჩენის გამოუტანა. ამის გამო მწერალი  მომდევნო რამდენიმე წელი მალვაში ცხოვრობდა.

მსგავსი სიახლეები