1 დაღუპული და 40 დაშავებული - ერევანში ძლიერი აფეთქება მოხდა

სომხეთის დედაქალაქია კვამლშია გახვეული. ერევანში ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, "სურმალოს" ბაზრობაზე მოხდა. არის მსხვერპლი, მძიმედ დაშავებული 40 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ წუთებში მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები ამოჰყავთ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. სავარაუდო მიზეზი ქალაქში არსებული მაღალი ტემპერატურა გახდა.
აფეთქების ადგილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.