აფეთქება ყირიმში - სოფელ მაესკოეში რუსული ბაზა იწვის

16.08.22 12:26
აფეთქება ყირიმში - სოფელ მაესკოეში რუსული ბაზა იწვის

აფეთქება ყირიმის ნახევარკუნძულზე. სოფელ მაესკოეში რუსული ბაზა იწვის. სამხედრო ნაწილში ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

მოსკოვის ცნობით, დაშავებულია მხოლოდ ორი ადამიანი.

მასშტაბური ხანძრის გამო ოკუპირებული სოფლიდან საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 2000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ხუთკილომეტრიანი ზონიდან ყველა გაყვანილია.

მაშველებთან ერთად, ეროვნული გვარდიისა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სოციალურ მედიაში ვრცელდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ  გადაღებული აფეთქებების კადრები.

თვითმხილველებმა ხანძრის ეპიცენტრში ავტობუსიც შენიშნეს, რომელშიც სავარაუდოდ ადამიანები იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები