რუსეთს არ აქვს აუცილებლობა, გამოიყენოს ატომური იარაღი უკრაინაში - სერგეი შოიგუ

16.08.22 14:19
რუსეთს არ აქვს აუცილებლობა, გამოიყენოს ატომური იარაღი უკრაინაში - სერგეი შოიგუ

რუსეთს არ აქვს აუცილებლობა, გამოიყენოს ატომური იარაღი უკრაინაში, ჩვენი ქვეყნის მთავარი დანიშნულებაა, შეაკავოს ატომური შეტევა- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, მოსკოვში გამართული საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის სიტყვებს ტელეგრამ არხი Дождь ციტირებს. 

გამოცემის ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ აბსურდული უწოდა მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს. ამასთან, მან განაცხადა, რომ კიევი ჰიბრიდულ ომში დასავლეთის გაერთიანებული ძალების მითითებებით სარგებლობს. 

რუსეთს არ აქვს აუცილებლობა, გამოიყენოს ატომური იარაღი უკრაინაში, ჩვენი ქვეყნის მთავარი დანიშნულებაა, შეაკავოს ატომური შეტევა. 

უკრაინა ამ ჰიბრიდულ ომში დასავლეთის გაერთიანებული ძალების მითითებებს ასრულებს. 

დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში დამნაშავეა დასავლეთის ქვეყნები, რადგან ისინი უკრაინას იარაღს აწვდიან,  ხოლო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს ეჭვიც არ უნდა ეპარებოდეთ, რომ რუსეთი ამ სამხედრო ოპერაციაში თავის დასახულ მიზანს შეასრულებს.  - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

მეცნიერებათა ნაციონალურმა აკადემიამ მიმართა მსოფლიო თანამეგობრობას, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასოს, როგორც ატომური ტერორიზმი. 

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში განლაგებული ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. მათი უპასუხისმგებლო ქმედებების ფონზე არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს ტრაგედია.