აშშ ხშირად უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნების საქმეებში, აორგანიზებს პროვოკაციებს, სამოქალაქო ომებს - პუტინი

აშშ ხშირად უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნების საქმეებში, აორგანიზებს პროვოკაციებს, სამოქალაქო ომებს - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა.
პუტინის მტკიცებით, ამერიკას მსოფლიოში ჰეგემონია სურს, ამიტომაც მისთვის აუცილებელია ქაოსი და სამოქალაქო ომები, რასაც უკრაინაში ახორციელებს კიდეც.
რუსეთის პრეზიდენტის ამერიკას უკრაინაში ომის გაღვივებაში ადანაშაულებს.
ამერიკა და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში. აორგანიზებენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობენ აიძულონ დამოუკიდებელი სახელმწიფოები დაემორჩილონ მათ ნებას. აცხოვრონ მათთვის უცხო წესებით. და ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის კეთდება - შეინარჩინონ დომინანტური მდგომარეობა. ის მოდელი, რომლითაც პარაზიტირებას ინარჩუნებენ მთელ მსოფლიოზე. როგორც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში აქამდე. ასეთი მოდელის შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. სიტყვიერად ეს თვალთმაქცურად ცხადდება როგორც ევროპაში უსაფრთხოების გამყარების საჭიროება. თუმცა რეალურად საპირისპირო რამ ხდება. ამასთან, რუსეთის მიერ გასული წლის დეკემბერში დაყენებული საკითხი ორმხრივი უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, უბრალოდ, მორიგ ჯერზე იგნორირებულია. საკუთარი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად მათ კონფლიქტები ესაჭიროებათ. ამიტომაც უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი განუსაზღვრეს. რეალიზაცია გაუკეთეს პროექტს - ანტირუსეთი. თვალი დახუჭეს ნეონაცისტური იდეოლოგიის გავრცელებაზე/, დონბასის მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე. იარაღით გაძეძგეს და ისევ აგრძელებენ უკრაინის რეჟიმის მომარაგებას, მათ შორის მძიმე შეიარაღებითაც. ამ პირობებში მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. გაეროს წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები არის განსაზღვრული ნათლად და მკაფიოდ. ეს არის რუსეთის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, დონბასის მცხოვრებლების დაცვა გენოციდისგან. ამერიკა ცდილობს ამ კონფლიქტის გაჭიანურებას. - განაცხადა პუტინმა.