ოკუპანტებმა მიკოლაივში უნივერსიტეტი დაბომბეს

17.08.22 10:45
ოკუპანტებმა მიკოლაივში უნივერსიტეტი დაბომბეს

ოკუპანტებმა მიკოლაივში პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტს ორი რაკეტით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რაშისტებმა მიკოლაივში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაბომბეს. წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოფრინდა. ესენი არიან ნამდვილი ტერორისტები, რომლებიც ცინიკურად აგრძელებენ ჩვენი სასწავლო დაწესებულებების განადგურებას", -  აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, დაბომბვის დროს არავინ დაშავებულა.