რუსებმა ოდესის რაიონზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები
ოდესის რეგიონში რუსებმა ღამით სარაკეტო იერიში განახორციელეს. დაჭრილია სამი ადამიანი და სამაშველო ოპერაციები ამ წუთებშიც გრძელდება.
ამის შესახებ Telegram-ში ოდესის OVA-ს სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
მტერმა ოდესის რაიონზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგის ორი რაკეტის დარტყმის შედეგად განადგურდა ერთი რეკრეაციული ცენტრი და კერძო შენობები, სახლები. გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია სამი ადამიანი - მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო დახმარება. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მაშინვე დაიწყეს. სამაშველო ოპერაცია კი ამ წუთებშიც გრძელდება". - თქვა ბრაჩუკმა.