მთავარია დაიღალოს მტერი და არა უკრაინა და მისი პარტნიორები - ზელენსკი

პუტინმა ოდესა, ნიკოლაევი და ხარკოვი დაბომბა. სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.
დაბომბილია სახლები, უნივერსიტეტი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
არსებობს თუ არა ომის დასრულების დიპლომატიური შესაძლებლობა, ეს ხვალ ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრაზე უნდა გაირკვეს, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი სპეციალური მისიით დაესწრება.
ზელენსკიმ, თავის ბოლო მიმართვაში თქვა, რომ მთავარია დაიღალოს მტერი და არა უკრაინა და მისი პარტნიორები.
იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა. რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“. - თქვა ზელენსკიმ.