პუტინმა იერიში ხარკოვზე მიიტანა - არის მსხვერპლი, დაშავებულებს შორის 2 ბავშვია

პუტინმა გამთენიისას იერიში ხარკოვზე მიიტანა - არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები. მძიმედ დაჭრილი მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდმარე ავრცელებს.
ირკვევა, რომ ოკუპანტებმა ხარკოვს 8 რაკეტა ქალაქს ბელგოროდიდან ესროლეს.
დილით ოკუპანტებმა სლობოდსკის რაიონში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს. 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვია. არის მსხვერპლიც. რუსეთის ტერორიზმს საზღვარი არ აქვს, - ამბობს ოლეგ სინეგუბოვი.