ერთი გარდაცვლილი და 2 დაჭრილი - ოკუპანტებმა ნიკოლაევზე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს
ერთი გარდაცვლილი და 2 დაჭრილი- ასეთია ამ დროისთვის სიტყუაცია უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში, რომელიც დღეს დილიდან რუსი ოკუპანტების მასირებული სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა.
ინფორმაციას ზარალის შესახებ ნიკოლაევის მერი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დღის განმავლობაში მიმდინარე სარაკეტო თავდახმის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ორმა კი სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ისინი ჰოსპიტალიზირებულები არიან. - განაცხადა ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა.
მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ნიკოლაევზე 12:57- დან 13:25 საათამდე გრძელდებოდა.