ევროგაერთიანების წევრებმა რუსეთის მოქალქეებისთვის ვიზების გაუქმების პროცესი დაიწყეს

18.08.22 16:45
ევროგაერთიანების წევრებმა რუსეთის მოქალქეებისთვის ვიზების გაუქმების პროცესი დაიწყეს

ევროგაერთიანების წევრებმა რუსეთის მოქალქეებისთვის ვიზების გაუქმების  პროცესი დაიწყეს.

ესტონეთი პირველია. მან დღეიდან რუსეთის იმ მოქალაქეების მიღება შეწყვიტა, რომლებზედაც ქვეყანამ შენგენის ვიზები გასცა. 25 000 ვიზა რომელიც რუსეთის მოქალაქეებზეე იყო  გაცემული ანულირდება. ახლა სხვა ქვეყნების ნაბიჯებს ელოდებიან.

შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ვიზიტებზე და შენგენის ზონაში გასართობი მიზნით მოგზაურობებზე - ჩვენ აღარ მივიღებთ ასეთ ადამიანებს და არ შემოვუშვებთ ესტონეთში“, - განაცხადა პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეგერტ ბელიკოვმა.

გამონაკლისს წარმოადგენენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ესტონეთში გრძელვადიანი ბინადრობის უფლებით სარგებლობენ ან ესტონეთში ჰყავთ ახლო ნათესავები. შეზღუდვა არ შეეხებათ ასევე პირებს, რომლებსაც აქვთ შენგენის სივრცეში შესვლის კანონიერი უფლება ან ესტონეთში ჰუმანიტარული მიზნებით მიემგზავრებიან.

ვიზების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ფინეთმაც.

"ჩვენ ფინეთის მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ვიზების შეზღუდვის შესახებ. ეს არის ის რაც ევროკავშირის ერთმა ქვეყანამ გააკეთა ზეწოლის გაზრდის მიზნით, მაგრამ პროცესი ამით არ დასრულდება, შეზღუდვები გაგრძელდება  - ევროკავშრის და შენგენის ზონის პოლიტიკის გამკაცრება და ვიზების შეზღუდვის საკითხი კი აგვისტოს ბოლოს, ჩეხეთში გასამართ შეხვედრაზე დადგება. ხალხს ჰქონდა მძიმე მორალური რეაქცია რუსების შემოდინებაზე, ეს არის ფინეთის სახელმწიფოს პასუხი არსებულ ვითარებაში". - აცხადეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ესტონეთი და ფინეთი, როგორც ჩანს მარტო არ დარჩებიან, თვის ბოლოს ევროკავშირი იმსჯელებს სხვა ქვეყნების შეერთებაზეც რუსებისთვის ვიზების შეწყვეტის საკითხზე და ეს შეხვედრა გაიმართება ჩეხეთში. 

მსგავსი სიახლეები