შედგა შეთანხმება ხორბალთან დაკავშირებით - უკრაინის პრეზიდენტისა და გაეროს გენმდივნის შეხვედრა დასრულდა

18.08.22 19:43
შედგა შეთანხმება ხორბალთან დაკავშირებით - უკრაინის პრეზიდენტისა და გაეროს გენმდივნის შეხვედრა დასრულდა

შედგა შეთანხმება ხორბლის ინიციატივის კოორდინაციასთან დაკავშირებით - უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გარდა ამისა, პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინელების დეპორტაციის,  სამხედროებისა და მედიკოსების ტყვეობიდან გათავისუფლების საკითხები. 

ცალკე ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურით რუსეთის შანტაჟს. აგრესორის მხრიდან  ამ შეგნებულ ტერორს შესაძლოა, მოჰყვეს გლობალური კატასტროფული შედეგი. ამიტომაც გაერომ უნდა უზრუნველჰყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და საბოლოოოდ, გათავისუფლება რუსი სამხედროებისგან - განაცხადა ზელენსკიმ.