რუსებმა დილით ხარკოვი ისევ დაბომბეს - არის მსხვერპლი

უკრაინაში ომის 177-ე დღე უკრაინაში კვლავ აქტიური დაბომბვებით დაიწყო - გრძელდება შეტევები ხარკოვზე. ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა 3 რაიონი დაბომბვა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქში, ასევე გლოვის დღეა, გუშინ მომხდარი სარაკეტო იერიშის გამო, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეტევები გრძელდება მიკოლაევსა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე.
უკრაინის ინფორმაციით, კვლავ აქტიურად იბომბება სუმის ოლქი, დღევანდელი მონაცემებით ოლქის ტერიტორია 100-ჯერ დაიბომბა.
რუსულ ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ სიგნალები ჩიართო მთელს უკრაინაში.
ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს. ეს ყველაფერი კი ისტორიული მნიშვნელობის სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ხდებოდა. ზელენკისიმ ერდოღანს პუტინთან შეხვედრაზე უარი უთხრა.