პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა, შეხვდნენ
პუტინი გეგმავს, ,,ოცეულის სამიტში" მიიღოს მონაწილეობა, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკიცაა მიწვეული - ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ, განაცხადა. დიდი ოცეულის სამიტი ნოემბერში ბალიზე გაიმართება.
სი ძინპინი-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჩამოდის. პრეზიდენტმა პუტინმა მე მითხრა, რომ ჩამოვა - განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, აღნიშნულ საკითხზე კომენტარებისგან თავი შეიკავა, თუმცა, სხვა რუსმა მაღალჩინოსანმა ინფორმაცია დაადასტურა
ზელენსკის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს პასუხისგან, ჩავა თუ არა ბალიში უკრაინის პრეზიდენტი.