რუსეთი ყირიმის შესანარჩუნებლად ვაჭრობას იწყებს- ვითარება ომში უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

19.08.22 14:01
რუსეთი ყირიმის შესანარჩუნებლად ვაჭრობას იწყებს- ვითარება ომში უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო - როგორც სამხედრო ექსპერტები მოელოდნენ, აგვისტოში ვითარება უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. 

ომის დაწყებიდან დღეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა ვერც ერთ პოზიციაზე წინ ვერ წაიწია, პუტინის არმიის სამხედრო ამოცანები შეუსრულებელი დარჩა.  ამის დასტურია მოვლენები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. 

ოკუპანტების სამხედრო ბაზები ფაქტობრივად განადგურებულია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რუსების პრაქტიკულად ყველა შეტევა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

სამხედრო ექპერტები ვარაუდობენ,. რომ რუსეთი სავაჭროდ ემზადებადა ყირიმის შესანარჩუნებლად სხვა დაპყრობილ ტერიტორიას დათმობს.

ფსევდორეფერენდუმზე ზრდიან შანსს, რომ მოლაპარაკების პროცესში იყოს ვაჭრობა ტერიტორიების გაცვლაზე. დნეპრის მარჯვენა ნაპოირზე მათ არ გამოუვათ პოზიციების შენარჩუნება. პრაქტიკულად ამისთვის არც არაფერს აკეთებენ. მხოლოდ დაცვაზე არიან გადასული. იქ დიდხანს გაჩერებას ვერ შეძლებენ. სამხედრო თვალსაზრისით ეს შეუძლებელია.

ხერსონის ოლქსა და მარჯვენა სანაპიროს გასაცვლელად ამზადებენ. მისი გაცვლა სურთ დონბასსა და ყირიმზე. ეს არის ერთი ვერსია, რომ გავლენ ხერსონიდან, დატოვებენ მარიუპოლსაც. სამაგიეროდ, შეინარჩუნებენ ყირიმს. - აცხადებს ექსპერტი რომან სვიტანი.