პუტინი გაუშვეს ცნობილ მისამართზე, საითაც რუსულ ხომალდებს აგზავნიან-ხოლმე - ანდრეი პიონტკოვსკი

პუტინი გაუშვეს ცნობილ მისამართზე, იქ, სადაც რუსულ ხომალდებს აგზავნიან-ხოლმე- ამის შესახებ რუსმა პუბლიცისტმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ, ზელენსკი-ერდოღანის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
რუს პუბლიცისტს დაუსვეს კითხვა, შეძლო თუ არა ერდოღანმა მიეღო ის, რისთვისაც ჩავიდა უკრაინაში.
ვფიქრობ, რომ სხვა შედეგი არც უნდა დამდგარიყო. თუ ერდოღანმა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის რამე წინადადება ჩაიტანა, გამოდის, რომ პუტინი გაუშვეს იქ, სადაც რუსულ ხომალდებს აგზავნიან-ხოლმე.
ერდორანი ასრულებს პუტინისთვის აუცილებელ რიტუალს, ამიტომაც გაგრძელდა ზელენსკისთან მისი შეხვედრა მხოლოდ 40 წუთი, არა უფრო დიდი ხანი - განაცხადა პიონტკოვსკიმ.
ამ დღეებში ლვოვში შედგა შეხვედრა უკრაინის, თურქეთის პრეზიდენტებსა და გაეროს გენმდივანს შორის. იყო ვარაუდი, რომ ზელენსკის აიძულებდნენ, დაეწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები პუტინთან. თუმცა, უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსები ქვეყანას დატოვებენ.